ჩამონათვალი

სამოდელო გაკვეთილის გეგმები





სსიპ გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ღვანკითის საჯარო სკოლის დაწყებითი
საფეხურის ბუნების პედაგოგის : ინეზა ზამთარაძის სამოდელო  გაკვეთილის გეგმა:

საგანი: ბუნება

სწავლების საფეხური / კლასი:   1-ლი  კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა: 14 ( კლასში სსსმ არ არის)

თემა: ცხოველთა სამყარო
გაკვეთილის სათაური: ,,ზოოპარკი“

                                 მიზანი: 
                          
Ø  მოსწავლეები გააცნობიერებენ რომ ზოოპარკის გალიებში ძირითადად ათავსებენ გარეულ ცხოველებსა და არა შინაურს, მოსწავლეები  შეძლებენ ,,ზოოპარკის“ ცხოველების დასახელებასა  და მათ მარტივად დახასიათებას.
Ø  მოსწავლეები შეძლებენ სხეულის ამოცნობას, აღწერას ,დახარისხებას, დაჯგუფებასა და შედარებას.

ესგ-თან შესაბამისობა:      ბუნ.I.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება
 შედეგი თვალსაჩინოა :
 · ამოიცნობს, აღწერს და ახარისხებს სხეულებს ან/და მოვლენებს ილუსტრაციაზე ან                    რეალობაში
· ეფუძნება პირად მოსაზრებებს ან/და დაკვირვების შედეგებს დასმულ კითხვაზე პასუხის გასაცემად;
· იყენებს კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმას (მაგ. ნახატი, ზეპირმეტყველება, ისტ) საკუთარი მოსაზრებების ან/და კვლევის შედეგების წარდგენისას.

 ესგ-თან შესაბამისობა:       ბუნ.I.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ცოცხალი სხეულების აღწერა არსებითი ნიშან-თვისებების მიხედვით. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე
·         აღწერს და ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა ცხოველს სხეულის ნაწილების (მაგ., თავი, კიდურები, კუდი, ყურები, ნისკარტი, ფრთები, ხორთუმი) მიხედვით
      · აყალიბებს კითხვას სხვადასხვა გარემოში მობინადრე მცენარეების/ცხოველების შესადარებლად. ეძებს პასუხებს: აკვირდება და ადარებს საკლასო ოთახში, სკოლის ეზოში, ლოკალურ გარემოში მზარდ სხვადასხვა მცენარეს (მაგ., ფოთლების ფორმის ან ზომის მიხედვით, ღეროების ფორმის, სისქის ან სიგრძის მიხედვით, ყვავილების ფერის ან ზომის მიხედვით) ან/და ცხოველს (მაგ., ჭიაყელა, ლოკოკინა, პეპელა, ჭიამაია); გადმოსცემს დაკვირვების შედეგებს სხვადასხვა ფორმით (ზეპირი მეტყველებით, ნახატით, კოლაჟით, ფოტოების საშუალებით.
ესგ-თან შესაბამისობა:      
ქართ.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სათანადო სამეტყველო ქცევის გამოვლენა ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში
შედეგი თვალსაჩინოა:
·         ამოიცნობს და მიზნის შესაბამისად იყენებს მეტყველების ვერბალურ და არავერბალურ საშუალებებს (ჟესტებს, მიმიკასა და სხვ.).
ქართ.დაწყ.(I).8. მოსწავლემ უნდა შეძლოს მცირე ზომის მხატვრული ტექსტების ინტერპრეტირება ვერბალური და არავერბალური გზით; ვერბალური ინფორმაციის ვიზუალურად გარდაქმნა და/ან პირიქით.
შედეგი თვალსაჩინოა:

·         წარმოადგენს მხატვრული ტექსტის პერსონაჟს სათანადო ხმის ტემბრით, ინტონაციით, ჟესტ-მიმიკით      (ნაწარმოების ინსცენირების, როლური თამაშის დროს);



N
აქტივობის აღწერა
მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი

·   მასწავლებელი ესალმება კლასს და აცნობს გაკვეთილის მიზანს: „დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ზოოპარკის შესახებ, რომელ ცხოველებს ათავსებენ გალიებში, როგორი საარსებო გარემო აქვს შექმნილი, როგორ დავიცვათ უსაფრთხოების წესები ზოოპარკში და სხვა.  
·   მასწავლებელი ისმენს მოსწავლეთა მოსაზრებებს და ხაზს უსვამს, რომ უნდა ვიყოთ ყურადღებიანი, მოუსმინოთ  ერთმანეთს
·   მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს შეფასების რუბრიკას. (იხ. დანართი N1)
ვერბალური ახსნა;





კითხვა-პასუხი.
მთელ კლასთან
გაკვეთილის მიზნები და
 შეფასების რუბრიკა




2 წთ





·         მოსწავლეებს ეცოდინებათ გაკვეთილის მიზანი, შეფასების კრიტერიუმები.





გამოწვევის ფაზა

























აქტივობა 1
მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება
მოსწავლეებმა გაიხსენონ წინა საგაკვეთილო მასალა, (იყენებს                       ასოციაციურ ბადეს,, ზოოპარკი“)და უპასუხებენ შეკითხვებს, რა იციან ზოოპარკის შესახებ.
ამ გაკვეთილისათვის  მოსწავლეებს შინიდან უნდა მოეტანათ სათამაშო ცხოველები, მასწავლებელი კლასს ყოფს სამ ჯგუფად და აძლევს დავალებას: მოცემული ცხოველებიდან გამოყონ ფრინველები, ცხოველები დააჯგუფონ შინაურ და გარეულ ცხოველებად.
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გაიხსენონ რა განსხვავებაა შინაურ და გარეულ ცხოველებს შორის და სთხოვს მათ მიერ შერჩეული ცხოველები განათავსონ საკლასო ოთახში კედლის გასწვრივ მოთავსებულ მერხზე და შექმნან ერთი დიდი ,,ზოოპარკი“
 ამის შემდეგ იწყება  ,,ზოოპარკის დათვალიერება, თითოეული ჯგუფის მოსწავლეები საკუთარ მონაკვეთზე მასპინძლობას უწევს სხვა ჯგუფებს, წარუდგენენ ცხოველებს, უსახელებენ და შეძლებისდაგვარად ახასიათებენ.
 მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ვიდეოს ,,ვისწავლოთ ცხოველები ზოოპარკში“

მთელ კლასთან









ჯგუფური























სათამაშო ცხოველები და ფრინველები

ბადე ( ზოოპარკის იმიტაცია)


ბუკი





















14
 წთ













მოსწავლეები აჯგუფებენ სათამაშო ცხოველებს გარეულ და შინაურ ცხოველებად. მათ განუვითარდებათ დაკვირვების და აღქმის უნარი.
















წუთშესვენება



1წთ




















სამუშაო რვეულში მუშაობა
აქტივობა-2
მოსწავლეებმა  სამუშაო რვეულში ხელის აუღებლად .ხაზის გასმით უნდა განაცალკავონ ერთმანეთისაგან თევზები და ფრინველები, ამის შემდეგ მასწავლებელი სვამს კითხვებს;
1.      რა ცხოველებია გამოსახული?
2.      სად ბინადრობენ თევზები?
3.      რა ჰქვია სახლში არსებულ ჭურჭელს ,სადაც ადამიანი თევზს ათავსებს?
4.      ვის აქვს/ უნახავს აკვარიუმი?
მასწავლებელი აჩვენებს ვიდეოს აკვარიუმის შესახებ


აქტივობა-3
მასწავლებელი კლასს ყოფს 3 ჯგუფად და აძლევს დავალებებს
(დან: 2)





აქტივობა -4         ( 5წთ)
როლური თამაში

მასწავლებელი მოსწავლეთა ჯგუფებს სთავაზობს როლურ თამაშს. ჯგუფებიდან თითო ან რამდენიმე მოსწავლე განასახიერებს რომელიმე ცხოველს ზოოპარკის გალიაში, სხვა მოსწავლეებმა უნდა მიხვდეს რომელი ცხოველია მათ წინაშე.

კითხვა-პასუ
ხი























ვერბალური ახსნა


პრეზენტაცია








ინდივიდუალური.



















ჯგუფური
მოსწავლის რვეული, ფანქარი,

ბუკი




















ბარათები
5 წთ























6 წთ







მოსწავლეებს განუვითარდებათ მოსმენის, დაკვირვებისა  და აღქმის უნარი


















გაუუმჯობესდება მოსმენის და აღქმის უნარი

შეფასება









მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს  გაიხსენონ გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობები და ისაუბრონ რომელი აქტივობა მოეწონათ და რატომ?
მასწავლებელიც აჯამებს და აძლევს მოსწავლეებს განმავითარებელ  შეფასებ კრიტერიუმებზე დაყრდნობით.


მასწავლებლის შეფასება.

თვითშეფასება
მთელ კლასთან

2 წთ
მოსწავლეებს შეუძლიათ  განსაზღვრონ თუ რა  ინფორმაცია მიიღეს  დღეს  გაკვეთილიდან და გამოიტანენ დასკვნას, რომელ აქტივობაში იყვნენ ყველაზე  მეტად ჩართულები.

მოსწავლეებს შეუძლიათ კრიტერიუმებზე დაყრდნობით საკუთარი თავის შეფასება








                                                                        დანართი N1

                                                                   შეფასების რუბრიკა:


აქტივობა

მაღალი
საშუალო
დაბალი



თვალსაჩინოებაზე ამოიცნობს,  ასახელებს და აჯგუფებს შინაურ და     გარეულ ცხოველებს, თითოეულს მიუსადაგებს მათ საარსებო გარემოს, ამოიცნობს ცხოველების ხმებს, ავსებენ რებუსებს.
ქართული ლიტერატურიდან იხსენებს ნასწავლ მასალას ,სადაც საუბარია ცხოველების შესახებ , ავლებს პარალელს და საუბრობს მსგავსება და განსხვავებაზე.



თავისუფლად ამოიცნობს, ასახელებს და აჯგუფებს შინაურ და გარეულ ცხოველებს, მიუსადაგებს თითოეულ მათგანს საარსებო გარემოს, ადვილად ხვდება ცხოველების ხმებს.
მასწავლებლის დახმარების გარეშე ავსებს რებუსებს.

იხსენებს ნასწავლ მასალას ქართული ლიტერატურიდან და ავლებს პარალელს.







მასწავლებლის დახმარებით ასახელებს ამოიცნობს, და აჯგუფებს შინაურ და გარეულ ცხოველებს, მიუსადაგებს თითოეულ მათგანს საარსებო გარემოს,  ხვდება ცხოველების ხმებს.
 მასწავლებლის დახმარებით იხსენებს ნასწავლ მასალას ქართული ლიტერატურიდან და ავლებს პარალელს.

















მოსწავლე  ვერ ამოიცნობს, ვერ ასახელებს და ვერ აჯგუფებს შინაურ და გარეულ ცხოველებს, უჭირს მიუსადაგოს თითოეულ მათგანს საარსებო გარემოს, უჭირს ცხოველების ხმების გარეშე
მასწავლებლის დახმარებით   ავსებს რებუსებს ვერ იხსენებს ი ნასწავლ მასალას ქართული ლიტერატურიდან , მასწავლებლის დახმარებით ავლებს პარალელს.





ვიზუალური
სქემების შევსება

დამოუკიდებლად იაზრებს
და უშეცდომოდ ავსებს
ვიზუალურ სქემებს.

ცდილობს გაიაზროს და
ავსებს, თუმცა
ხარვეზებით.
უჭირს დამოუკიდებლად
ვიზუალური სქემების
გააზრება-შევსება.
პარალელების
გავლება და
კავშირების
დამყარება
თავისუფლად ავლებს
პარ
ალელს განვლილ მასალასთან
მსჯელობს მათ შორის
მსგავსება-განსხვავებაზე.
მასწავლებლის დახმარებით ავლებს
პარ
ალელს განვლილ მასალასთან,
მსჯელობს მათ შორის
მსგავსება-განსხვავებაზე.
მასწავლებლის
მინიშნებითა და
დახმარებით იხსენებს
განვლილ მასალას და
ცდილობს დააკავშიროს
ახალ, მოსმენილ
ტექსტთან.


პრეზენტაცია
საუბრობს გამართულად და თავდაჯერებულად, საუბარი არგუმენტირებულია, იყენებს თვალსაჩინოებას, იცავს დროის ლიმიტს
საუბრობს გამართულად ,იყენებს თვალსაჩინოებას თუმცა ,საუბარი არ არის არგუმენტირებული
უჭირს გამართულად საუბარი, ვერ იცავს დროის ლიმიტს

                                                                              დანართი-2
-



                                      


                                                          

                                                                         1-ლი კლასის ბუნების მასწავლებელი : ინეზა ზამთარაძე












სსიპ გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ღვანკითის საჯარო სკოლის დაწყებითი
საფეხურის ბუნების პედაგოგის : ინეზა ზამთარაძის სამოდელო  გაკვეთილის გეგმა:

საგანი: ბუნება
გაკვეთილის ტიპი:  სამოდელო (მედიაწიგნიერება)

სწავლების საფეხური / კლასი:   1-ლი  კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა: 14 ( კლასში სსსმ არ არის)

თემა: კოსმოსი
გაკვეთილის სათაური: ,,მოგზაურობა  კოსმოსში“

                                 მიზანი: 
                          
Ø  მოსწავლეებმა შეძლონ შესწავლის ობიექტზე დაკვირვება
Ø  მიმართებითი ტერმინების გამოყენება
Ø  ილუსტრაციასა და რეალობაში სხეულების ამოცნობა , აღწერა, დახარისხება.
Ø  დაკვირვების საფუძველზე კითხვებზე პასუხის გაცემა
Ø  მზის, დედამიწისა და მთვარის შედარება

ესგ-თან შესაბამისობა:      ბუნ.I.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება.

შედეგი თვალსაჩინოა:
 თუ მოსწავლე:
· სვამს მარტივ კითხვებს შესასწავლი სხეულის/მოვლენის შესახებ;
· აკვირდება შესწავლის ობიექტს საკუთარი შეგრძნების ორგანოების ან მარტივი ხელსაწყოების გამოყენებით;
 · ამოიცნობს, აღწერს და ახარისხებს სხეულებს ან/და მოვლენებს ილუსტრაციაზე ან რეალობაში;
· აგროვებს და ჩაინიშნავს კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭირო მონაცემებს (ნახატების, პირობითი ნიშნების საშუალებით);
· ეფუძნება პირად მოსაზრებებს ან/და დაკვირვების შედეგებს დასმულ კითხვაზე პასუხის გასაცემად;
 · იყენებს კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმას (მაგ. ნახატი, ზეპირმეტყველება, ისტ) საკუთარი მოსაზრებების ან/და კვლევის შედეგების წარდგენისას.

ესგ-თან შესაბამისობა:  ბუნ.1.4. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხეულების შედარება შემადგენელი ნივთიერების/მასალის თვისებების მიხედვით     
· აღწერს მის ირგვლივ არსებულ სხეულებს და საუბრობს მათ შემადგენელ ნივთიერებაზე/მასალაზე (მაგ., მაკრატელი - რკინა, რვეული - ქაღალდი, საშლელი-რეზინი)
ესგ-თან შესაბამისობა:  ბუნ.I.5. მოსწავლემ უნდა შეძლოს ლოკალური გარემოს აღწერა და მასში ორიენტირება.
 შედეგი თვალსაჩინოა
 თუ მოსწავლე:
· იყენებს შესაბამის მიმართებით ტერმინებს (მაგ., შორს, ახლოს, ჩემგან მარჯვნივ, ჩემ ზემოთ, ქვემოთ) და განსაზღვრავს სკოლის ტერიტორიაზე არსებული ობიექტების მდებარეობას საკუთარი თავის მიმართ.


N
აქტივობის აღწერა
მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი
გაკვეთილს ვიწყებ მისალმებით ვესალმები კლასს და ვაცნობ გაკვეთილის მიზანს: „დღეს ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს კოსმოსის შესახებ,   ვისაუბრებთ და გავეცნობით რა არის კოსმოსი და კოსმოსური ხომალდი და ვაჩვენებ შესაბამის ილუსტრაციებს. ვისმენ მოსწავლეთა მოსაზრებებს და ხაზს ვუსვამ, რომ უნდა იყვნენ ყურადღებით,  მოუსმინოთ  ერთმანეთს
·    ვაცნობ მოსწავლეებს შეფასების რუბრიკას. (იხ. დანართი N1)
ვერბალური ახსნა;





კითხვა-პასუხი.
მთელ კლასთან
გაკვეთილის მიზნები და
 შეფასების რუბრიკა




2 წთ





·         მოსწავლეებს ეცოდინებათ გაკვეთილის მიზანი, შეფასების კრიტერიუმები.





გამოწვევის ფაზა



























აქტივობა 1

მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება
მოსწავლეები იხსენებენ  წინა საგაკვეთილო მასალა, (ვიყენებ                       ასოციაციურ ბადეს,)და უპასუხებენ შეკითხვებს, რა იციან ციური სხეულების  შესახებ.
ამის შემდეგ ვუხსნი რა არის კოსმოსი, კოსმოსური ხომალდი და ვაჩვენებ შესაბამის ილუსტრაციას სახელმძღვანელოში.
მოსწავლეები უკვირდებიან კოსმოსიდან გადაღებულ დედამიწის , მთვარისა და მზის ფოტოებს , პასუხობენ კითხვებს დასმულ შეკითხვებს.
სახელმძღვანელოზე მუშაობის შემდეგ ვუჩვენებ ვიდეოს ,, მოგზაურობა კოსმოსში“








მთელ კლასთან









ჯგუფური






















ელექტო რესურსი
სახელმძღვანელო

Pover point დამზადებული ფოტო მასალა


კომპიუტერი


პროექტორი



ბუკი
























14
 წთ


















წინარე ცოდნის გააქტიურება, აღქმა















წუთშესვენება



1წთ




















აქტივობა-2
ჯგუფური მუშაობა

კლასს ვყოფ სამ ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს ვაძლევ სხვადასხვა დავალებას.
1-ჯგუფი -
მცირე ინფორმაციული ტექსტი მზის შესახებ.
2-ჯგუფი
მცირე ინფორმაციული ტექსტი მთვარის  შესახებ
3-ჯგუფი
მცირე ინფორმაციული ტექსტი დედამიწის  შესახებ
ამის შემდეგ მოსწავლეები გააკეთებენ პრეზენტაციას რა ახალი ინფორმაცია გაიგეს ციური სხეულების შესახებ.
 პრეზენტაციის შემდეგ ვუჩვენებ ვიდეოს
,, მზე და დედამიწა“
აქტივობა -3        ( 5წთ)
როლური თამაში
მოსწავლეთა ჯგუფებს ვთავაზობ როლურ თამაშს.
ერთმა ჯგუფმა შექმნან მზე ( დიდი წრე)
მეორე ჯგუფმა შექმნას დედამიწა (უფრო მომცრო წრე)
მესამე ჯგუფმა პატარა მთვარე ( პატარა წრე)

აქტივობა-4

ილუსტრირება ბურთებით.
მაგიდაზე ვდებ სხვადასხვა ზომის ბურთებს , მოსწავლეებმა უნდა დაალაგონ სიდიდის მიხედვით და მიხვდნენ, რომელია მზე, რომელი დედამიწა და რომელი მთვარე.
იმის გასაგებად თუ როგორ ასხივებს მზე სითბოს ვანთებ მაგიდის ლამპას და თითოეულ მოსწავლეს ვთხოვ ხელი მიიტანონ ახლოს ნათურასთან და თან ახსნან რას გრძნობენ.
ამის შემდეგ ვუჩვენებ ვიდეოს ,, მიყვარხარ დედამიწა“


კითხვა-პასუ
ხი























ვერბალური ახსნა


პრეზენტაცია








ინდივიდუალური.



















ჯგუფური







ბარათები

კალმისტარი


კომპიუტერი


პროექტორი
5 წთ





























6 წთ
















5წთ







მოსწავლეებს განუვითარდებათ წაკითხული ტექსტის გააზრებისა   და აღქმის უნარი


















გაუუმჯობესდება მოსმენის, დაკვირვებისა  და აღქმის უნარი

შეფასება









მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს  გაიხსენონ გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობები და ისაუბრონ რომელი აქტივობა მოეწონათ და რატომ?
მასწავლებელიც აჯამებს და აძლევს მოსწავლეებს განმავითარებელ  შეფასებ კრიტერიუმებზე დაყრდნობით.


მასწავლებლის შეფასება.

თვითშეფასება
მთელ კლასთან

2 წთ
მოსწავლეებს შეუძლიათ  განსაზღვრონ თუ რა  ინფორმაცია მიიღეს  დღეს  გაკვეთილიდან და გამოიტანენ დასკვნას, რომელ აქტივობაში იყვნენ ყველაზე  მეტად ჩართულები.

მოსწავლეებს შეუძლიათ კრიტერიუმებზე დაყრდნობით საკუთარი თავის შეფასება



                                                                        დანართი N1

                                                                         პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

ფასდება აქტივობები
        დაბალი
         საშუალო
         მაღალი
თემის გასაგებად წარმოდგენა
ვერ წარმოადგენს თემას გასაგებად
წარმოადგენს თემას გასაგებად, მაგრამ არაარგუმენტირებულად
წარმოადგენს თემას გასაგებად.
ინფორმაციის ფლობის უნარი
ვერ ფლობს საჭირო ინფორმაციას, არ შეუძლია დასაბუთებული მსჯელობა
ფლობს საჭირო ინფორმაციას, მაგრამ არ შეუძლია დასაბუთებული მსჯელობა
ფლობს  საჭირო ინფორმაციას.
თვალსაჩინოების გამოყენება
არ იყენებს თვალსაჩინოებას
იყენებს თვალსაჩინოებას, თუმცა  თემას  ნაწილობრივ  პასუხობს
იყენებს  თემატიკის შესაბამის თვალსაჩინოებას
დროის ლიმიტი
ვერ იცავს დროის ლიმიტს 
იცავს ნაწილობრივ  დროის ლიმიტს 
ზუსტად იცავს დროის ლიმიტს 

                                 








                                                             საგაკვეთილო მასალის ცოდნის შეფასების რუბრიკა

ფასდება აქტივობები
 არადამაკმაყ.
   დამაკმაყ.
    კარგი
       სანიმუშო
ფაქტობრივი მასალის ცოდნა
არაადეკვატურად იყენებს ცნებებს.
ადეკვატურად იყენებს ზოგიერთ ცნებას.
ადეკვატურად იყენებს ცნებებს.
ყოველთვის ადეკვატურად იყენებს ცნებებს.
თეორიული ცოდნის პრაქტიკასთან კავშირი
არაადეკვატურად იყენებს  თეორიულ ცოდნას პრაქტიკასთან მიმართებაში
ნაწილობრივ იყენებს  თეორიულ ცოდნას პრაქტიკასთან მიმართებაში
ადეკვატურად იყენებს  თეორიულ ცოდნას პრაქტიკასთან მიმართებაში
ადეკვატურად იყენებს  თეორიულ ცოდნას პრაქტიკასთან მიმართებაში, ავლენს ტრანსფერის უნარს











IV კლასი





გაკვეთილის თემა
ბგერის წყარო და ბგერის გავრცელება
2სასწავლო მიზნები·       მოსწავლემ შეძლოს ცდაზე დაკვირვების შედეგად ამოიცნოს ბგერის წყარო.გაეცნოს სხვადასხვა ბგერებს.
·       მოსწავლემ შეძლოს სხვადასხვა ნივთებისგან შექმნას ბგერები
·       ამოიცნოს ბგერის წარმოშობის მიზეზები.
·       მოსწავლემ შეძლოს განვლილი მასალის მიხედვით დასვას კითხვები,გაააკეთოს დასკვნა და შეფასება

·       ლექსიკური მარაგის გამდიდრება
3შედეგები·       მოსწავლე გაკვეთილის ბოლოს შეძლებს ბგერის წყაროს ამოცნობას და მათ  ერთმანეთისგან გაარჩევს.
·       შეძლებს ამოიცნოს სხვადასხვა მუსიკალურ საკრავებში ბგერის წარმოშობის მიზეზები.
·       შეძლებს საგნებისგან ბგერების შექმნას.
·       შეძლებს გააკეთოს ანალიზი, დასკვნა და შეფასება,თუ რატომ გვესმის განსხვავებული ბგერები და როგორ აღწევს ის ჩვენამდე
·       მოსწავლე შეძლებს სახლში დამოუკიდებლად შექმნას სათამაშო ტელეფონი
4აქტივობათა თანმიმდევრობა
(დრო)
·       მინი დისკუსია_3 წთ.
·       აქტივობა „ბგერათა მრავალფეროვნება ბუნებაში“_4წთ
.       (მოსწავლეები ისმენენ ბუნებისხმებს,არჩევენ რომელი მიეკუთვნება ცოცხალ და არაცოცხალ ბუნებას)
·       აქტივობა-ბარათები-2წთ(ჯგუფური მუშაობა.მოძებნონ სურათის შესაბამისი სიტყვა)
·       პრეზენტაცია დავალების_3წთ
·       მინი დისკუსია_5 წთ.(მუს.მასწავლებელი მარინა ბოჭორიშვილი)
. (მუსიკალური და არა მუსიკალური ბგერები,დაკვირვება მუსიკალურ ინსტრუმენტებზე.ბგერის წყაროს ამოცნობა-სიმებიან,ჩასაბერ და დასარტყამ ინსტრუმენტებში)
·       ცდა _აქტივობა“როგორ შევქმნათ ბგერა“
 
·       მინი დისკუსია(ანალიზი,მსჯელობა,დასკვნების გაკეთება:რა არის ბგერა და ბგერის წყარო?)-6წთ.
·       ცდა-დაკვირვება_კამერტონი-2წთ(ფიზიკის მასწავლებელი მარინა ქარქაშაზე)
·       მინი დისკუსია-8 წთ როგორ აღწევს ბგერები ჩვენამდე?როგორ ვრცელდება ბგერე?
·       სათამაშო ტელეფონის დამზადება-3წთ
·       თამაში „ტელეფონი“-3წთ
·       შეფასება გაკვეთილის-1 წთ
·       მოსწავლეების მიერ გაკვეთილის შეფასება-3წთ
5რესურსებისახელმძღვანელოები,ფურცლები,ბარათები,კალმები,ფერადი ფანქრები.მუსიკალური ინსტრუმენტები,მაგნიტოფონი,აუდიო მასალა,2 ცალი ერთჯერადი ჭიქა,ძაფი,რიყის ქვები,ბუშტი,სავარცხელი,კოლოფი,ღილები,კოვზები,კამერტონი, ცელოფანი, ,2ცალი მინის ჭიქა,პლასმასას ბოთლები 3ცალი, წყალი. ფანდური.



გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები:
მე-4 კლასის სახელმძღვანელო.
ოქსფორდის ილუსტრირებული სამეცნიერო ენციკლოპედია.
ბუნების ხმების აუდიო ჩანაწერი.

























გაკვეთილის გეგმა




                                                             IXკლასი




გაკვეთილის თემა
ფიროსმანი და მე–19 საუკუნის დასასრულისა და მე–20 საუკუნის დასაწყისის თბილისი
გაკვეთილის მიზანი
მოსწავლე გაეცნოს ფიროსმანის ბიოგრაფიას და შემოქმედებას,იმდროინდელ თბილისურ ყოფას.
კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმის შედეგებთან 
     
                სგ.IX8; სგ. IX9;სგ. IX10;
 
სასწავლო რესურსები
ფიროსმანის ნამუშევრების რეპროდუქციები;სახელმძღვანელო
გაკვეთილის ხანგრძლივობა
                   
                    45წთ.   











გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა1: ვიყენებ ინტერაქტიულ მეთოდს ,,ასოციაციური ბადე’’ და დაფაზე ვაკეთებ ჩანაწერს

ცენტრალურ რგოლში ვწერ სიტყვა ,,ფიროსმანს’’,ცარიელ რგოლებში ჩაიწერება ყველა პასუხი და ასოციაცია რაც ამ სახელთანაა დაკავშირებული (მოსწავლეთა პასუხების მიხედით)
აქტივობა2: ვთხოვ მოსწავლეებს გაეცნონ სახელმძღვანელოში მოცემულ ტექსტს ფიროსმანის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე
აქტივობა3: მოსწავლეთა გააქტიურების მიზნით ვიყენებ შემდეგ მეთოდს:კლასს ვყოფ ორ ჯგუფად,ერთი ჯგუფი მოიფიქრებს გაკვეთილის ტექსტთან დაკავშირებულ კითხვებს,ხოლო მეორე ჯგუფი უპასუხებს. საინტერესო კითხვებს და პასუხებს გამოვყოფ.
მოსწავლეთა
     შეფასება
 
ვაფასებ მიზნის მიხედვით თუ რამდენად კარგად დაიმახსოვრეს ინფორმაცია ფიროსმანის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე
შეფასების ხერხი
კითხვა–პასუხი











                   გაკვეთილის გეგმა      VIII კლასი




გაკვეთილის მთავარი თემა
თავი IV . XIX XX საუკუნეების ხელოვნება                                                     
                       ახალი ხედვა
სწავლების საფეხური
                   საბაზო,კლასი-VIII
მოსწავლეთა პროფილი
·         კლასში არის 14 მოსწავლე. მათ შორის რამოდენიმე ჰიპერაქტიური, რომლებსაც სჭირდებათ მუდმივი კონტაქტი და ყურადღება.
გაკვეთილის მნიშვნელობა /აქტუალობა
·         ეს გაკვეთილი დაეხმარება მოსწავლეებს გაიცნონ XXსაუკუნის მხატვრული ნიმუშები, შეადარონ ერთმანეთს ავანგარდისტული ხელოვნების ნიმუშები და იპოვონ განსხვავებები.
·         საჭირო იქნება განვლილი მასალის განმეორება, მიმოხილვა და ამაზე დაყრდნობით ახალ მასალაზე დინამიურად გადასვლა.
გაკვეთილის მიზნები დაშედეგები
·         მოსწავლემ შეძლოს ავანგარდისტული ხელოვნების ნიმუშების ამოცნობა სხვა ეპოქის ხელოვნების ნიმუშებთან შედარების გზით.
·         გაეცნოს XX საუკუნის მხატვრულ მიმდინარეობებს.
·         მიმართულება ხელოვნების აღქმა კონტექსტში.
·         შედეგი .. VIII.8 .. VIII.10 .. VIII.11 .
წინასწარი ცოდნა
·         მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ განვლილ გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა.
·         სხვადასხვა ეპოქის, თუ მხატვრული მიმდინარეობოს სახასიათო ნიშნები და
·         მხატვრული საშუალებები.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
მოსწავლის სახელმძღვანელო, ალბომები.
·          ვიზუალური მასალის საჩვენებლად ვიყენებ კომპიუტერს, პროექტორს . კომპიუტერული პროგრამა მაგ., MS Word, PowerPoint და ..
·         გაკვეთილისმსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
·         აქტივობა I 10 წთ; აქტივობა II 10წთ; აქტივობა III 10წთ; აქიოვაბა IV 15 წთ.
·         მოსწავლეთა ორგანიზება მოხდება ინდივიდუალურად.
·          
·         აქტივობა I.  ვავალებ მოსწავლეებს მოკლედ მიმოიხილონ ეპოქები და მხატვრული მიმდინარეობები: რენესანსი, ბაროკო, როკოკო, კლასიციზმი, იმპრესიონიზმი, პუანტილიზმი, პოსტიმრესიონიზმი. კეთდება დასკვნა, რომ სხვადასხვა პერიოდში ხელოვანთა მიერ სამყაროს აღქმა და , პრიორიტეტები, მისი გამოსახვის მხატვრული საშუალებები იცვლება.
·          
·         აქტივობა II. ვთხოვ მოსწავლეებს დააკვირდნენ და აღწერონ სახელმძღვანელოში მოცემული სურათები: ხუან გრისი „ჯოზეტ გრისის პორტრეტი“, ივ ტანგი უსათაურო, ხუან მირო „ქალი და ჩიტი მთვარის შუქზე“. ამის შემდეგ მოსწავლეები შეეცდებიან აღწერონ რა ხატია თითოეულ სურათზე. პასუხები იქნება განსხვავებული, რადგან თითოეული მოსწავლე თავისი შთაბეჭდილების გადმოცემას შეეცდება. ვიანიდან ნახატები აბსტრაქციონისტულია, ბავშვების დასკვენებიც შესაბამისად ინდივიდუალური იქნება.
·         ამის შემდეგ მოსწავლეები აღწერენ კამილ კოროს „ტყეში“ და დავით კაკაბაძის „კომპოზიციას“. პირველ ნახატზე ბავშვები აშკარად ხედავენ, რომ გამოსახულია ქალი ტყეში, დავით კაკაბაძის ნახატზე კი, ისინი ამოიცნობენ აბსტრაქტულ ფორმებს და ფერადოვან ლაქებს, რომლებიც წააგავს ადამიანის და ხეების მოყვანილობას. შემდეგ მასწავლებელი უხსნის, რომ აბსტრაქციონიზმი არის XX ს–ის მიმდინარეობა, უსაგნო ხელოვნება, რომელიც ფერების, ლაქების და აბსტრაქტული ფორმების საშუალებით ცდილობს გადმოსცეს ნამუშევარში საგნები ან მოვლენები, რომ ამ მიმდინარეობის მმხატვრები უარს ამბობენ კონკრეტული გარემოს ასახვაზე.
·          
·         რომ ნახატებში დომინირებს წახნაგოვანი ფერადი ფორმები.აქტივობა III.  მოსწავლეები უნდა დაუკვირდნენ და აღწერონ პაბლო პიკასოს „ქალის პორტრეტი“ და „მტირალი ქალი“. სავარაუდოდ მოსწავლეები გამოიტანენ დასკვნას, რომ პირევლი პორტრეტი არის კონკრეტული ქალბატონის სახე, თავისი სახასიათო ნიშნებით, მეორე ნამუშევარზე კი იტყვიან, რომ ის არ ჰგავს ნამდვილ ადამიანს. ჩამოთვლიან სახის ნაკვთებს, რომელსაც ამოიცნობენ, მაგრამ აქვე აღნიშნავენ, რომ ისინი არა რეალურად არიან წარმოდგენილი. ამის შემდეგ კლასი განიხლავს ხუან გრისის „სიგარეტის მწეველს“ და ჟორჟ ბრაკის „სახლები ექსტაქში“. აქცენტი გაკეთდება იმაზე,
·         ბოლოს ვუხსნის მოსწავლეებს, რომ ეს არის XX ს–ის ერთ–ერთი მიმდინარეობა კუბიზმი. რომ ამ მიმართულების მხატვრებისათვის უფრო მისაღებია რელური საგნების გეომეტრიული, წახნაგოვანი ფორმებით გადმოცემა.
·          
·         აქტივობა IV. მოსწავლეები ყურადღებით აკვირდებიან რენე მარგრიტის სურათს „გოლკონდა“ და სალვადრო დალის „მეხსიერების მუდმივოვა“ და ჩამოთვალონ ის ნიშნები, რომლებიც ისინი ჰგვანან ერთმანეთს. აქ მოსწავლეებმა უნდა შეძლონ იმის გაანალიზება, რომ ორივე ნახატზე ასახულია რეალისტური საგნები და ფიგურები, მაგრამ მათ შორის პროპორცია და კავშირი დარღვეულია.
·         ამის შემდეგ  ვუხსნის ბავშვებს, რომ ეს არის XX ს–ის მხატვრობის ერთ–ერთი მიმდინარეობა სიურრეალიზმი, რომ ამ მიმდინარეობის მხატვრების ნახატები სიზმრებს და ხილვებს უფრო ჰგავს. ასეთი სურათები მათში დაფარული გრძნობის გამოხატვის საშუალება იყო.
·         ბოლოს განვიხილავტ  XX ს–ის სხვა მიმდინარეობებსაც და მოსწავლეები აკეთებენ დასკვნას, რომ ამ პერიოდში მხატვრები ცდილობდნენ გამოეხატათ თავიანთი დამოკიდებულება სამყაროსადმი სხვადასხვა მხატვრული საშუალებებით. რომ ახალი ხედვა თითოეულ მათგანს საშუალებას აძლევდა ყოფილიყო განსაკუთრებული და ორიგინალური.

 









                                         გაკვეთილის გეგმა VII  კლასი

გაკვეთილის მთავარი თემა
ფიროსმანი და ძველი თბილისის ღირსშესანიშნაობები
სწავლების საფეხური
IIსაფეხური VIIკლასი
მოსწავლეთა პროფილი
16 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
გაკვეთილი და მიწოდებული მასალა მოსწავლეებს ხელს შეუწყობს თემის კარგად ათვისებაში,გამოუმუშავებს მახსოვრობის უნარს(ვიზუალურად ნანახი)
გაკვეთილის მიზნები და შდეგები
..VII.13 მოსწავლე ეცნობა ქართულ ხელოვნებას და ხელოვნების მიღწევწბს. მათ უნდა დაიმახსოვრონ და სხვა მხატვრებისაგან გამოარჩიონ თემაში მოცემული მხატვრის
ნამუშევრები. აღწერონ,შეაფასონ ,გამართონ დისკუსიები . . .VII.9 ისწავლონ საკუთარი აზრის გამოხატვა და პატივი სცენსხვის აზრს. ..VII.9 წარმოადგინონ ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები და მიღებული ცოდნის საფუძველზე იმსჯელონ მხატვრული ნაწარმოების შესახებ. ..VII.12 . მოსწავლე აკავშირებს ნაწრმოების შინაარსს ისტორიასტან და კულტურასთან. ..VII.8 მოსწავლეს ესმის და წარმოაჩენს,რომ ხელოვნება არის თვითგამოხატვის საშუალება.
წინასწარი ცოდნა
მხატვრობა,თვითნასწავლი მხატვრები.მოძიებული ინფორმაცია
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები ფასდებიან წინასწარ შედგენილი შეფასების რუბრიკის საშუალებით (დავალებები ,ზეპირი, მსჯელობა, გამორჩეულად სრულყოფილად გაცემული პასუხი; საუკეთესო ჩანახატი; სწორად შევსებული სქემა.)
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
პროექტორი. ეკრანი. კომპიუტერი. ინტერნეტი.ცარცი.წიგნი.სახატავი ფურცელი.ფანქარი. პრეზენტაცია ნიკო ფირისმანი დაძველი თბილისის ღირსშესანიშნაობები
გაკვეთილის მსვლელობა
დასწრების აღრიცხვა
ა)თემის შეტანა
გამოვიყენებთ ცნობილ იტერაქტიულ მეთოდს რომელიც შედგება მასწავლებლის დასმული კითხვებისაგან: 5წთ
1. რომელ ქართველ მხატვრებს იცნობთ და რომელია თვითნასწალი?
2. რა იცით ნიკო ფიროსმანის შესახებ?
3. რა იცით ძველი თბილისის ძველი უბნების შესახებ?
ბ). პროექტორის საშუალებით ვუჩვენებთ პრეზენტაციას ,,ნიკო ფიროსმანი და ძველი თბილისის ღირსშესანიშნაობები. პარალელურად ვესაუბრებით :ძველი თბილისის ძველი უბნების ყოფაცხობაზე, მუშტაიდის ბაღზე, თვითნასწავლ მხატვარის ნიკო ფიროსმანის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, განვიხილავთ რამოდენიმე ნახატის შექმნის ისტორიას 20 წთ
გ). ვსაუბრობთ ფიროსმანის ნახატებზე, მოსწავლეები სურვილისამებრ აირჩევენ სასურველ ნახატს, ჰყვებიან ნახატის შექმნის ისტორიას, ან ვის უკავშირდება ესა თუ ის ნახატი; როგორია მათი შთაბეჭდილებები, მოსწონთ თუ არა .ფიროსმანი, მისი ნახატები, მისი განწყობა ,ფერები, ფორმები და კომპოზიციები. 10 წთ
მთელი გაკვეთილის მსვლელობისას აკეთებენ ჩანახატებს.
მივცემთ პროექტორის საშუალებით სქემებს: შეავსეთ სურათთან დაკავშირებული სქემა, ,,სურათს სახელი და ისტორია,დაასახელეთ სურათის სახელები, ,,რა საერთო შეიძლება ჰქონდეს მოცემულ თემებს/საკითხებს
ერთმანეთთან  (9წთ)

შეფასება; გამორჩეულად სრულყოფილად გაცემული პასუხი; საუკეთესო ჩანახატი; სწორად შევსებული სქემა.1წთ
ეძლევათ საშინაო დავალება მოიძიონ მასალა ამ მხატვრის შესახებ 1წთ

No comments:

Post a Comment